გერმანიაში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე სახლი დაინგრა, მაშველები დაკარგულებს ეძებენ

ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ გერმანიის რაინლანდ-პფალცის რეგიონში რამდენიმე სახლი დაანგრია.

გერმანული მაუწყებლის, SWR-ის ინფორმაციით, დანგრეულია 6 სახლი, 25-ს კი- საფრთხე ემუქრება და ამ დროისთვის დაკარგულია 30-მდე ადამიანი.

ადგილობრივმა პოლიციამ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ მოქალაქეები, დახმარების მოლოდინში, სახლების სახურავებზე იმყოფებიან.

„ამჟამად დაუდგენელია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც სახურავებზე იმყოფებიან და დახმარება სჭირდებათ“, - განუცხადა Reuters- ს ქალაქ კობლენცის პოლიციის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, სახანძრო და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები უამრავ ადგილზე არიან განლაგებული.

„ჯერ ზუსტი სურათი არ გვაქვს, რადგან სამაშველო ღონისძიებები გრძელდება“,- აღნიშნა პოლიციის წარმომადგენელმა.

რეგიონში რკინიგზის და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება