ლევან იოსელიანი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ, მათ "მოქალაქეების" მხარდაჭერა არ ექნებათ

ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ - მათ "მოქალაქეების" მხარდაჭერა არ ექნებათ, - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დაწყებამდე განაცხადა.

რაც შეეხება ცესკო-ს წევრობის კანდიდატებს, იოსელიანის თქმით, მათთან კითხვები აქვს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

"ცესკოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატებთან დაკავშირებით თავიდანვე გამოვთქვით პოზიცია, რომ კანდიდატი უნდა ყოფილიყო საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი, მის გარშემო შესაძლებელი უნდა იყოს როგორც პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია, ასევე საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ და მათ ჩვენი მხარდაჭერა არ ექნებათ. რაც შეეხებათ წევრობის კანდიდატებს, მათ არ ვიცნობ, მაგრამ ორ კანდიდატს აქვს არასამთავრობო სექტორის დადებითი დახასიათება, მოვედი, რომ დავუსვა კითხვები და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის დავუჭერ მხარს და ვის არა", - განაცხადა იოსელიანმა.

პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარის და ორი ე.წ. პროფესიონალი წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების მოსმენას იწყებს. პროცესი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იწყება.

იხილეთ ვიდეო:ლევან იოსელიანი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორივე კანდიდატი შემოთავაზებულია სისტემის მიერ, მათ "მოქალაქეების" მხარდაჭერა არ ექნებათ

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია