თამარ გაბუნია - ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა და საზაფხულო ბანაკებზე უარის თქმა მოგვიწევს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის მოსალოდნელი „მეოთხე ტალღის“ ფონზე, გარკვეული ტიპის შეზღუდვები დაწესდეს.

როგორც გაბუნიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მათ შორის „უარის თქმა მოგვიწევს“ საზაფხულო ბანაკებზე, ისე როგორც თავი უნდა შევიკავოთ „არააუცილებელი გასართობი ღონისძიებებისგან“.

„ვიდრე ახალ შეზღუდვებზე ვისაუბრებთ, ის, რაც დღეს დარჩა ძალაში, ეს უნდა აღსრულდეს. აქ არის ინდივიდუალურ დონეზე პირბადის გამოყენება და დიდი თავყრილობებისგან თავის შეკავება. ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის ჩვენამდე, დიდ დაბადების დღესა და დიდ ქორწილზე, კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან საშიშია.

მაგალითად, ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ ბავშვების საზაფხულო ბანაკებზე, ბოლო პერიოდში ბავშვებში გაიზარდა მაჩვენებელი, ეს სარისკოა, უარის თქმა მოგვიწევს. ჯერ ვსაუბრობთ, რომ არააუცილებელი გასართობი ღონისძიებებისგან თავი შევიკავოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ინდივიდუალური კონტროლი, თუ მოსახლეობამაც არ შეგვიწყო ხელი ძალიან გაგვიჭირდება“, - აღნიშნავს გაბუნია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა