ანონსი 16 ივლისი

16 ივლისს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული, გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 ივლისს, 11:00 საათზე, „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პური 10 თეთრით გაძვრდა, მიზეზები და სამომავლო პროგნოზი.

მის: გალის ქ. 1.

საკონტაქტო: 599 7265 65

16 ივლისს, 11:00 საათზე, ალექსანდრე კობაიძე და გიორგი კვაბზირიძე ხონში მოკლული პატიმრის ოჯახის წევრებთან ერთად აქციას გამართავენ პენიტენციურ დეპარტამენტთან.

მის: ზურაბ ანჯაფარიძის ქ.N 27

საკონტაქტო: 598549484

16 ივლისს, 11:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ევროკავშირის მხარდაჭერით, Covid-19 პანდემიის განმავლობაში სახელმწიფო ხარჯებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საბოლოო შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

თემა: Covid-19-თან დაკავშირებული საჯარო ფინანსების, საჯარო შესყიდვების, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესრულების, StopCov ფონდის ხარჯვისა და დონორთა დახმარების განაწილების მონიტორინგის შედეგები, ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები. პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები.

მის: მის: რუსთაველის გამზ.#13 (სასტუმრო თბილისი მერიოტი ).

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599 42 02 06

16 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტში „ლელოს“ ლიდერები საბა ბუაძე და თაზო დათუნაშვილი ბრიფინგს გამართავენ სამორინეების მოწყობის მოსაკრებლების შესახებ.

B კორპუსი. ბიუროს ოთახთან

16 ივლისს, 12.30 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიგა ბოკერიას და ვახო კალოიანის ბრიფინგი გაიმართება.

თემა- მოსალოდნელი ახალი შეზღუდვები და ევროპული საქართველოს ხედვა

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

16 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

16 ივლისს, 13:00 საათზე, USAID-ის საბაზისო პროგრამის ფარგლებში, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი დაესწრება.

მის: გამოფენა „ექსპო ჯორჯია“, წერეთლის გამზ 118.

16 ივლისს, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გამართავს მედია ვებინარს ჟურნალისტებისთვის.

ვებინარისთემა: ვაქცინაცია.

სპიკერი: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე

ვებინარზე დასასწრებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://us02web.zoom.us/j/83754677889?pwd=RHJVK3BtWkNsSXpmT0FFOXNuVVQrUT09

Meeting ID: 837 5467 7889 Passcode: COVID19

16 ივლისს, 15:00 საათზე, ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, „ევროპული საქართველოს“ წევრები ბესო დონაძე და გიორგი კანდელაკი ვიდეომასალას წარადგენენ, სადაც ჩანს კადრებში პოლიციელების სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება.

თემა: 5 ივლისისძალადობა

მის: ორთაჭალა, გულუას 10

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 5 99 43 43 08

16 ივლისს, 17:00 საათზე, ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის წევრების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული).

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
საფრანგეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი პროპარკო (Groupe Agence Française de Développement) კრედო ბანკის აქციონერი გახდა
„ემბავუდმა“ ოქროს ბრენდის წოდება მოიპოვა