რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა და გახარიას პარტიას შეურთდა

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად დოლიძემ თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას - „საქართველოსთვის“ შეურთდა.

ამის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის განმარტავს, მისი და მმართველი პარტიის ხედვები ერთმანეთს დაშორდა.

„2017 წლიდან დღემდე რუსთავის საკრებულოში გახლდით ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე. მივიღე გადაწყვეტილება ფრაქციისა და დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ, ვინაიდან პარტიისა და ჩემი ხედვები ადამიანურ ფასეულობებთან და ღირებულებებთან მიმართებით, რბილად რომ ვთქვათ, დაშორდა ერთმანეთს. მადლობა ჩემი ოლქის ყველა მცხოვრებს გამოცხადებული ნდობისა და თანადგომისთვის. მინდა გულწრფელად, მთელი პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ვრჩები ჩემი ოლქის მცხოვრებთა ერთგული და მათი ინტერესების დამცველი. გულწრფელადვე მინდა გაცნობოთ, რომ ვუერთები და ყოველთვის ვიქნები იმ ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გვერდით, ვინც იქნება ხალხისთვის და საქართველოსთვის“, - წერს ზვიად დოლიძე.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო