შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი 19 ივლისს ბათუმს ესტუმრება, - შესაბამისი ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეა ­გამოქვეყნებული. ამავე ინფორმაციის თანახმად, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.

იმავე დღეს იგეგმება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა და უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრა.

ამასთან, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან გამართული ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.

საქართველოში ჩამოსვლამდე შარლ მიშელი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. აზერბაიჯანში ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სომხეთში კი - ქვეყნის პრეზიდენტ არმენ სარქისიანსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა