სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - ამორალურს დაუძახებთ თუ არა მედიის პროტესტს, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ძალადობა მოხდა და ადამიანი არის გარდაცვლილი

არ მესმის, ან ლექსოს პლაკატის ხელში დაჭერა რატომ არის პრობლემა, ან ბანერის გადმოკიდება, რატომ არის პრობლემა. მაშინ დაიქირავეთ დაცვა თითოეულმა თქვენთაგანმა და იარეთ ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში დაცვის თანხლებით, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

მისივე თქმით, ვახტანგ გომელაურმა 5 ივლისის მოვლენებთან დაკაშვირებით ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.

„ჩემთვის გაუგებარია უმრავლესობის რეაქცია. დაიღუპა ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ცემეს და რომელიც ვერ დაიცვა ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომელმაც დღეს აქ, ძალიან ბევრ კითხვაზე უნდა გაგვცეს პასუხი.

ამორალურს დაუძახებთ თუ არა იმას, რომ დღეს აქ ოპოზიცია და მედიის წარმომადგენლები აპროტესტებენ იმას, რომ თქვენმა ხელისუფლებამ ლექსო ლაშქარავა და 52 სხვა ჟურნალისტი დაუცველი დატოვა, ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ძალადობა მოხდა და ადამიანი არის გარდაცვლილი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა