რომან გოცირიძე - შს მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს და დღესვე გადადგეს

„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის რომან გოცირიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს და დღესვე დატოვოს თანამდებობა.

მისივე განმარტებით, ასევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობამ პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს და გადადგეს.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს მოქალაქეები არა თუ ვერ დაიცვა, არამედ არ დაიცვა.

„ეს ხელისუფლება დღეს არის მოძალადე ხელისუფლება, ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს და დღესვე უნდა გადადგეს. როდესაც ამბობენ, რომ მან ვერ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, არ არის სწორი შეფასება, კი ვერ დაიცვეს, არ დაიცვეს, ვინაიდან, ის ადამიანები, ვინც აქ დათარეშობდნენ არიან ხელისუფლების ნაწილი, ისინი არამხოლოდ მათ მიერ შეგულიანებული, არამხოლოდ პრემიერ-მინისტრის მიერ პროვოკაციულად ასე ვთქვათ წაქეზებული არიან, არამედ ეს მათი ნაწილია. არავის არ დასჯიან, 200 თუ 2000 ლარიანი ჯარიმებით გამოუშვეს ხალხი, რამდენიმეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს და ჩუმად გააპარებენ მერე. სად არის ორგანიზატორები, რატომ არ არიან ისინი დასჯილი, რომლებიც კამერების წინ ლუსტრირებულია და ყველანი ვიცით ვინც არიან. იმიტომ, რომ მათ აფარებენ ხელს. ასე რომ, ღარიბაშვილი და მთავრობა უნდა გადადგეს, გადაიხადონ პოლიტიკური ფასი. შემსრულებლები და ორგანიზატორები სისხლის სამართლებრივი წესით უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა