ჯიმ რიში - საქართველოდან პარტიები ცდილობენ, დავიჭიროთ მხარე მათ პოლიტიკურ მანევრებში, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ - ვფიქრობდით, რომ 2012 წელს იქნებოდა ახალი დასაწყისი, თუმცა მას შემდეგ რეგულარულად იმედგაცრუებული ვართ

მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების წევრმა ჯიმ რიშმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების კანდიდატებს მოუსმინეს.

„სენატორი შაჰინი და მე ვიმყოფებოდით საქართველოში 2012 წელს, როდესაც ისინი არჩევნებს ატარებდნენ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ახალი დასაწყისი, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება.

ისინი, სხვადასხვა პარტია, ჩამოდიან ვაშინგტონში და თითოეული მათგანი ცდილობს ჩვენს ჩართვას, ცდილობს, დავიჭიროთ მხარე მათ პოლიტიკურ მანევრებში. ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ ეს თავად უნდა გადაჭრან. ჩვენ არ ვაპირებთ დავიჭიროთ რომელიმე მხარე, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი”, - განაცხადა რიშმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა