ალეკო ელისაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით, ეს არ აისახება „ნაცმოძრაობაზე“ - საერთო გეგმებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ გაეხედათ

მიუხედავად იმისა, რომ მე და ნიკა მელია შევრიგდით და გავერკვიეთ, ეს არ აისახება „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აზრი არ შემიცვლია, ამ ხალხთან თანამშრომლობა არ შეიძლება, ისინი არიან ამრევები და მარტო რევოლუციაზე მოფიქრალები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „მოქალაქეები“ ოპოზიციის საერთო კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ.

ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და „ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირ გაერთიანებებში და საერთო გეგმებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ გაეხედათ და ნუ იქნებოდნენ ისეთი მოკლემხედველები, როგორებიც იყვნენ. ჩვენ ვეუბნეოდით ზუსტად ამას, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წამოვიღოთ მაქსიმუმი, შევიდეთ პარლამენტში და იქ დავანთოთ ცეცხლი, დავორგანიზდეთ თბილისის მერობის საერთო კანდიდატზე, საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე და დავამარცხოთ „ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში-თქო. ყური არ გვიგდეს, მაგრამ ახლა იგივე ხდება და იგივე ხდება უკუღმა, ვართ დაშლილი ოპოზიცია, ვლანძღავთ ერთმანეთს და რა ნამუსით უნდა გვთხოვონ რომელიმე კანდიდატს მხარი დავუჭიროთ, მათ როგორ უნდა გვთხოვონ, ვინც 6 თვე გვლანძღავდნენ. არ არის ეს ბრაზი, ამ ხალხმა უნდა იცოდნენ ელემენტარული გათვლები და ის, რომ პოლიტიკაში ჩვენთვის ყველაფერი არ მოსულა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა