გიორგი კაკაურიძე გიორგი ვაშაძეს - გეთანხმებით, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა პროგნოზების კეთებაა, სწორედ ამიტომ, სამივე სცენარი წარმოდგენილია თქვენ წინაშე - ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც და საბაზისოც

გეთანხმებით, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა პროგნოზების კეთებაა, სწორედ ამიტომ, სამივე სცენარი წარმოდგენილია თქვენ წინაშე - ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც და საბაზისო სცენარიც, - ასე მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს, 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი რისკი - პანდემია გათვალისწინებულია ყველა სცენარში, მათ შორის, პესიმისტურ სცენარში.

„ეს რისკი, რა თქმა უნდა, არსად გამქრალა და არსებობს. ამ შემთხვევაში, პესიმისტურ სცენარში, გათვალისწინებულია 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა - შედარებით ნაკლები, ვიდრე საბაზისო სცენარში. თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ ერთად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჭირო არ გახდეს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ვინაიდან ეს მხოლოდ წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაზე არ იქონიებს გავლენას. 2022 წელსაც შეამცირებს იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს, რაც გვაქვს. რაც შეეხება ვაქცინაციას - ამჟამად, დღეში შესაძლებელია 20 ათასი ვაქცინის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, კეთდება 6 ათასი. ეს სეროზული პრობლემაა. გამოდის, რომ დღეს რა საშუალებაც გვაქვს, იმის მესამედსაც არ ვიყენებთ, რაც ქმნის ძალიან დიდ რისკებს, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის, როგორც მოქალაქის ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა, ვისაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში. ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიფიქროთ არა დაკეტვაზე, არამედ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს