ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლება ან გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯებს ან არსებული სასამართლო სისტემის ლობირებას მოჰყვება სანქციები

ხელისუფლება ან გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯებს ან ამ სასამართლო სისტემის ლობირებას მოჰყვება სანქციები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, სანქციები მოსალოდნელია დაუწესდეს, როგორც კონკრეტულ მოსამართლეებს, ასევე პოლიტიკურ პირებს.

„საქართველოს ეკონომიკა როგორ მდგომარეობაშია, ყველამ კარგად ვიცით. დღევანდელი მდგომარეობა მეტწილად განპირობებულია იმ კრედიტებით, რაც აღებულია ბოლო წლებში და უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია. რეალური პოლიტიკური გარემო, სახელმწიფო ვალი და სასამართლო სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია ჩამოყალიბებული, არ აძლევს საშუალებას ქვეყანას, რომ ნორმალურად განვითარდეს. სასამართლო სისტემაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკამ მიაღწია უკვე ნიშნულს, სადაც საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ხელისუფლება ან დაიწყებს აქტიურად ნაბიჯების გადადგმას ან ამ სისტემის შემდგომ ლობირებას მოჰყვება უკვე ის სანქცირება, რომელსაც არაერთხელ ხაზი გაუსვა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორმა, იქნებოდა ეს უშუალოდ მოსამართლეებთან მიმართებით თუ პოლიტიკურ ფიგურებთან მიმართებაში, ვინც ამ სისტემის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს,“ - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ