ჩინეთში წყალდიდობის გამო ათიათასობით ადამიანია ევაკუირებული, დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

ჩინეთის ჰენანის პროვინციიდან წყალდიდობის გამო ათიათასობით ადამიანია ევაკუირებული, დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი კი - 33-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის 8 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

პროვინციის ამინდის ბიურომ ოთხი ქალაქისთვის შტორმის განგაშის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა.

დაღუპულ ადამიანებს შორის არის 12 მოქალაქე, რომელიც პროვინციის დედაქალაქში მეტროს დატბორვის შედეგად დაიღუპა.

სტიქიამ გაანადგურა მოსავალი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მიყენებული ეკონომიკური ზარალი დაახლოებით 189 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია