ნინო წილოსანი ოპოზიციონერ დეპუტატებს თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის ეთიკის საბჭოს ფორმატში განხილვას სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი ოპოზიციონერ დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინათინ ბოკუჩავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის ეთიკის საბჭოს ფორმატში განხილვას სთავაზობს.

როგორც მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კარგი იქნება ეთიკის საბჭოს ფორმატში თუ მოისმენს არგუმენტებს, რატომ იყო მომხდარი ინციდენტი ქალზე ძალადობა.

მისივე თქმით, მიუღებელია, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აპელირებს ქალების უფლებების დაცვით.

„თქვენთვის არავის უფლება არ არსებობს. ეს არის თქვენი პოლიტიკური მიზანი და თქვენი პოლიტიკური ხელწერა. ასევე, უნდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რომ თქვენ მოიტყუეთ, როცა განაცხადეთ, რომ მხარი დაუჭირეთ ეთიკის კოდექსის შექმნას. თქვენ პარლამენტში საერთოდ არ იყავით მაგ დროს, თქვენ ხართ მატყუარა! აუცილებლად ამოვიღებ და განახებთ, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდის რომელმა და რამდენმა წევრმა დაუჭირა ეთიკის კოდექსის შექმნას მხარი.

რადგან ეს საკითხი ძალიან გადარდებთ, არ მინდა ქალებზე უფლებების დამცველობით აპელირებდეთ და ის მიღწევები, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, გააუფერულოთ. მე გთავაზობთ, ერთ დღეს, მათ შორის საბჭოს ფორმატში, არასამთავრობოების მონაწილეობით, შევიკრიბოთ დახურულ სამუშაო ფორმატის ფარგლებში და დაგიმტკიცებთ, ჩვენს არგუმენტებს წარმოგიდგენთ, ისევე როგორც მოვისმენ თქვენს არგუმენტებს, რატომ იყო თქვენი მოსაზრებით ეს როგორც ქალზე ძალადობა და ამ განცხადებით, რომ ქალს არავინ უნდა შეეხოს, მაშინაც კი, როცა ქალი დანაშაულს ჩადის, როცა მანდატური მივიდა და გამოყვანას ცდილობდა. ამით გინდათ, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს დისკრედიტაცია გაუკეთოთ და თქვათ, რომ ქალს თურმე ყველაფრის უფლება აქვს. ეს არის ყველაზე ცუდი შემოტრიალება ამ საკითხის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

წილოსანის ინიციატივას საკითხის ეთიკის საბჭოს ფრომატში განხილვასთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიესალმა.

„ნამდვილად მივესალმები ქალბატონი ნინო წილოსანის შემოთავაზებას, განხილული იქნას ეს საკითხი და შემდეგ გაკეთდეს განცხადებებიც, დაგმობაც და ასე შემდეგ - ყველაფერი, რაც საჭირო იქნება. ფაქტი ერთია, თქვენ, ნამდვილად იცით გამოცდილება სხვა ქვეყნებში, ის, რაც ბოლო ორი რიგგარეშე სხდომის დროს ხდება, მათ შორის, ძალადობაზე რომ ლაპარაკობთ ან ძალის გამოყენებაზე, მისაღები რამენაირად არის?“- განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა