თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, შალვა პაპუაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, შალვა პაპუაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებები შემაშფოთებელია.

მისი თქმით, განცხადებები და მოქმედებები, რომლებითაც შალვა პაპუაშვილი გამოირჩევა ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს.

„რომ არ ვღელავდე იმაზე, რომ ამგვარი მოქმედებები და განცხადებები პირდაპირ ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, რაც უდიდესი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი იქნებოდა მოძალადე პაპუაშვილის დღევანდელი განცხადებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. მან განაცხადა, რომ თურმე ჩემი კონსტიტუციის ადამიანს ვერ აჩერებდა ორი მანდატური მამაკაცი და ამიტომ მისი ჩარევა გახდა საჭირო. ეს იქნებოდა ღიმილის მომგვრელი, რომ არა ის გარემოება, რომ ამგვარი უპასუხისმგებლობა დაუსჯელობა მოძალადეების მიმართ, ახალისებს სხვა პოტენციურ მოძალადეებს; იმ ვითარებაში, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობა ქვეყანაში არის უდიდესი გამოწვევა, რომელსაც ისედაც სახელმწიფო ვერ უმკლავდება, რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი,“- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში თინა ბოკუჩავამ მანდატურებზე იძალადა.

ამის შესახებ პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, მასსა და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს შორის შეკამათებისას აღნიშნა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მან თინა ბოკუჩავასგან მომდინარე აგრესია აღკვეთა, რაც მისივე შეფასებით, ნებისმიერი დეპუტატის არათუ უფლება, ვალდებულებაცაა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, რამდენიმე დღის წინ, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა