ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორის ჩოჩიევი 64 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ბორის ჩოჩიევი ივლისში კორონავირუსით დაავადდა. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ იგი ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბორის ჩოჩიევი ხუთშაბათს, 22 ივლისს გარდაიცვალა.

ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. იგი ხელმძღვანელობდა ე.წ. ეროვნებათა საქმეთა კომიტეტს, იყო განსაკუთრებულ საკითხთა "მინისტრი", ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის "სამხრეთ ოსეთის" ჯგუფს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული. ლეონიდ თიბილოვის ე.წ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო