ირაკლი ქარსელაძე - 2030 წლისთვის დახურული იქნება ყველა ძველი ნაგავსაყრელი და აშენებული იქნება 6 ახალი რეგიონული ცენტრი

დავიწყეთ და მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელების დახურვას, ახალი რეგიონული განთავსების ნაგავსაყრელების მშენებლობასა და მათ სათანადო მართვას- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10 - წლიანი გეგმის პრეზენტაციისას აღნიშნა.

მისი თქმით, მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, მომდევნო წლების უმთავრესი ამოცანა იქნება მოწესრიგებული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის უსაფრთხო, შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურის შექმნა.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან უკვე დახურულია 24 ნაგავსაყრელი, 30-ს კი ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

მისივე თქმით, 2025 წლისთვის დასრულდება 4 ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 2030 წლისთვის დახურული იქნება ყველა ძველი ნაგავსაყრელი და აშენებული იქნება სულ, 6 ახალი რეგიონული ცენტრი.

ამასთან, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისი, განახლდება ტექნიკური ბაზა, დაინერგება უფრო ეფექტური მართვის პროცესები, რაც მკვეთრად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

რაც შეეხება ინვესტიციას, ამ მიმართულების დაფინანსება ზუსტად 5-ჯერ არის გაზრდილი და მომდევნო 10 წლის განმავლობაში, 613 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა