ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაზე განაცხადების მიღება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პროგრამაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.

„მოსახლეობას შევპირდით, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსებაში გვექნებოდა დახმარება. ეს იყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაც, რომ მნიშვნელოვანესი რესურსები გამოყოფილიყო. ეს არის საკითხი, რომელიც ალბათ, სოფლად მცხოვრებ ყველა მოსახლეს აღელვებს. ყოველი შეხვედრისას ჩვენთან სოფლის მცხოვრებლები სვამდნენ ამ საკითხს, რომ მეტად ხელმისაწვდომი ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 10- წლიან გეგმაშიც გაითვალისწინა, რომ ყოველწლიურად გვექნება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება იმისთვის, რომ დეფიციტი, რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის კუთხით, აღმოიფხვრას.

ამავე დროს, ჩვენ გვესმის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება ბადებს ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოყვანის საჭიროებას. ჩვენ გვინდა, რომ სოფლის მეურნეობა იყოს კონკურენტუნარიანი, ეს თანამედროვე მექანიზაციის გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, ჩვენ უკვე 1-ელი სექტემბრიდან ვიწყებთ განაცხადების მიღებას 50 მილიონიან პროგრამაზე, ამ მასშტაბის თანადაფინანსება არასდროს ყოფილა, ეს იქნება უპრეცედენტოდ დიდი დახმარება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის იმისთვის, რომ მათ თანამედროვე, ახალი სასოფლო-სამეურნერო ტექნიკა შეიძინონ. აქ გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, გრანტი იქნება 35%-ის ოდენობით“,- განაცხადა დავითაშვილმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს