შალვა პაპუაშვილი - ოპონენტების ნაწილი აქედანვე ცდილობს ოქტომბრის არჩევნების გარშემო იგივე კამპანიის აგორებას, რაც შარშან ვნახეთ

ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა თავად იმ პროცედურას, რომლის შექმნაში თვითონაც მონაწილეობდა, ეს აჩენს ეჭვს, რომ ჩვენი ოპონენტების ნაწილი აქედანვე ცდილობს თვითმმართველობის არჩევნების გარშემო იგივე კამპანიის აგორებას, რაც შარშან ვნახეთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების არჩევის საკითხზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პროცედურები, რომლითაც კანდიდატურების შერჩევა წარიმართა, ოპოზიციასთან ერთად არის შეთანხმებული.

"ოპოზიცია არათუ 19 აპრილის შეთანხმებას არღვევს, ის არღვევს საარჩევნო რეფორმის პროცესში მიღწეულ შეთანხმებასაც კი. მარტივად არის საქმე, ჩვენ შევათანხმეთ საარჩევნო რეფორმის პროცესში ის პროცედურები, თუ როგორ უნდა მოხდეს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა და ამ პროცესის შედეგად წარმოდგენილი ორი კანდიდატიდან არცერთს არ უჭერენ მხარს. ეს არის დესტრუქცია იმ პროცესის მიმართ, რაც ჩვენ თავად შევათანხმეთ. გამოდის, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდნენ მხარს, თუ მათი კანდიდატი იქნებოდა. მათ ბოიკოტი გამოუცხადეს თავად იმ პროცედურას, რომლის შექმნაშიც თვითონაც მონაწილეობდნენ. ეს აჩენს ეჭვს, რომ ჩვენი ოპონენტების ნაწილი აქედანვე ცდილობს ოქტომბრის არჩევნების გარშემო იგივე კამპანიის აგორებას, რაც ვნახეთ შარშან, ახლავე საძირკველს თხრიან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვან, რომ ცესკო- ს თავმჯდომარე არ სარგებლობდა მათი ნდობით და აქედან გამომდინარე არ ენდობიან ამ არჩევნებს",- განაცხადა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა