ბიძინა კულუმბეგოვი - რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ძალიან საყურადღებოა და რაც მეორე ტალღისგან განგვასხვავებს, გაგვიჩნდა დაცვის სერიოზული ფარი, ესაა ვაქცინაცია - დანაშაულის ტოლფასია, რომ ადამიანმა არ გამოიყენოს

ვაქცინა 2020 წლის შემოდგომაზე არ არსებობდა. ვფიქრობ, დანაშაულის ტოლფასია, რომ დღეს ადამიანმა არ გამოიყენოს ეს და ამით ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს და შემდეგ საზოგადოებას, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვებინარზე განაცხადა.

დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კულუმბეგოვი საყურადღებოს უწოდებს და საზოგადოებას მოუწოდებს აიცრან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დღეში, ვაქცინირებულთა რაოდენობა გაიზარდოს და ავიდეს, დაახლოებთ 25 000-მდე.

„რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ძალიან საყურადღებოა. რაც განგვასხვავებს მეორე ტალღისგან, ეს არის, გაგვიჩნდა დაცვის სერიოზული ფარი, რომელიც ხელში გვიჭირავს თითოეულ ჩვენგანს და ესაა ვაქცინაცია. ამის რესურსი 2020 წლის შემოდგომაზე არ არსებობდა და ვფიქრობ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი, რომ ადამიანმა არ გამოიყენოს ეს და ამით ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს და შემდეგ საზოგადოებას. ახლა ყველა პრეტენზიული ადამიანისთვის მორგებული ვაქცინის არჩევანი და მენიუ გვაქვს ქვეყანაში. ძალიან კარგია ტენდენცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვაქცინების რაოდენობის ყოველდღიური მატებაა, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ გვინდა, რომ კიდევ უფრო ინტენსიური იყოს, დღეში 20-25 ათასი ვაქცინირებული იყოს და ამ ვაქცინების გამოყენება არ გადანაწილდეს 2-3 თვეზე - ეს იქნება ძალიან ცუდი ტენდენცია“, - თქვა კულუმბეგოვმა.

მისივე განმარტებით, კორონავირუსის „დელტა“ შტამის შემთხვევაში, რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია.

„რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთმა გამოაქვეყნა მათი საანგარიშო მოხსენება რეინფიცირების რისკების თაობაზე და მათ ნახეს, რომ „დელტა“ ვარიანტს „ალფა“ ვარიანტთან შედარებით, დაავადების გადატანიდან 6 თვის შემდგომ, 1,5-ჯერ მეტი რეინფირების რისკი აქვს, ვიდრე „ალფა“ ვარიანტს“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს