ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 167 შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 167 შემთხვევა გამოვლინდა და  5 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 167 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 417-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამასთან, ვირუსს გასულ ორ დღეში კიდევ 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით დაღუპულთა რიცხვმა 299-ს მიაღწია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტი 495 ადამიანს ჩაუტარდა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 172 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 46 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 56-ის - საშუალო სიმძიმის.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 24, გაგრაში - 51, ტყვარჩელში - 15.