გზების დეპარტამენტი - სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა აქტიურად გრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყება ძლიერი წვიმით გამოწვეული სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენით სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ძლიერი წვიმის შედეგად, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე - სოფელ საყდართან, ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა, სადაც გუშინ დილიდან აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მძიმე ტექნიკის საშუალებით, აწარმოებენ აქტიურ გაწმენდით სამუშაოებს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, სტიქიის მიერ მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები როგორც მიწის ვაკისზე, ასევე მდინარის კალაპოტში.

„ამ დროისათვის გზა უკვე გავლადია, ხოლო უმოკლეს ვადებში სრულად იქნება აღდგენილი საავტომობილო მიმოსვლა“, - განმარტავენ გზების დეპარტამენტში.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს