გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ უტიფარი განცხადება ადასტურებს, რომ იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ და აჩვენებს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი

მორიგი უტიფარი განცხადება, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს.

ბოკერიას თქმითვე, აღნიშნული გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ მთავრობის სიტყვას „ნული აქვს ფასი“.

„ეს მორიგი უტიფარი განცხადება ივანიშვილების რეჟიმის წარმომადგენლების, ადასტურებს პირველი, იმას, რომ პანიკაში არიან და აცნობიერებენ, რომ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო სწორად, იკვრება კონსენსუსი მათ წინააღმდეგ. მეორე, კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მათ სახეს, რომ მათ სიტყვას ნული აქვს ფასი. რაც ყველაზე უფრო მთავარია, ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავამარცხოთ ჩვენი ქვეყნისთვის ეს სახიფათო და სამარცხვინო რეჟიმი თვითმმართველობის არჩევნებზე და მათ მოუწევთ ვადამდელი არჩვენების დანიშვნა. ამ რეჟიმს და ივანიშვილს ესმის მხოლოდ საზოგადოების ძალის და საერთაშორისო წნეხის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალქეების მხრიდან მათზე წნეხი ამ არჩევნების შედეგით, რასაც მოყვება შემდეგ თავისუფალი სამყაროს წნეხი, რაც მიგვიყვანს იმ ამოცანამდე, რასაც ვადამდელი არჩვენები და ამ ძალის ჩამოშორება ჰქვია ხელისუფლებიდან“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი