სალომე სამადაშვილი - სირაქლემას პოზიციიდან გამოსვლის დროა - დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა

დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია შეიცვალა, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და მისი „პოლიტიკური რეჟიმია“.

„იანუკოვიჩის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის ტოლფასი მოვლენაა, რეალურად. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრუნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღსადგენადაც. ამიტომაც გადაახია ივანიშვილმა თავზე ევროპასაც და ამერიკასაც. სირაქლემას პოზიციიდან გამოსვლის დროა-დასავლეთის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში დღეს ივანიშვილი და მისი პოლიტიკური რეჟიმია”, - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა