კელი დეგნანი - 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, რაც საშუალებას იძლევა, რომ არჩევნები უკეთესად ჩატარდეს

19 აპრილის შეთანხმების შედეგად, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ არჩევნები უკეთესად ჩატარდეს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, აუცილებელია, სათანადო ინფორმაცია მიეწოდოთ ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებს.

„როგორც ვხედავთ, წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განხორციელდა. ეს რეფორმა იმის საშუალებას იძლევა, რომ არჩევნები უკეთესად ჩატარდეს. ამისათვის აუცილებელია, რომ სათანადო ცოდნა და ინფორმაცია მიეწოდოთ ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებს. ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ, რა არის ახალი ამ რეფორმაში, რათა საარჩევნო პროცესის მიმართ მათი ნდობა გაიზარდოს. ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ამომრჩევლებს იმის განცდა ჰქონდეთ, რომ მათი არჩეული პირები იქნებიან წარმოდგენილი“, - აღნიშნა დეგნანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო