სოფიო გორგოძის განაცხადებით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის განაცხადებით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 201-მა ინფიცირებულმა აბიტურიენტმა ჩააბარა.

მისივე თქმით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები განსაკუთრებით ხანგრძლივი საგამოცდო პროცესით გამოირჩეოდა, რადგან პანდემიიდან გამომდინარე ჯამში 47 საგამოცდო სესია ჩატარდა, აქედან 34 ძირითადი, ხოლო 13 დამატებითი სესია იყო.

"დღეს სრულდება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება კონკრეტულად ინფიცირებული აბიტურიენტებისათვის. ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 2 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი საგამოცდო პროცესი აბიტურიენტებისთვის ამ წლების მანძილზე და რა თქმა უნდა, ეს გახლდათ სწორედ პანდემიიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ პირველად წელს დამატებითი სესიების ჩატარება მოგვიხდა. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ამ ხნის მანძილზე სულ ჩატარდა 47 საგამოცდო სესია, ტესტის სხვადასხვა ვარიანტების მიხედვით, აქედან 34 იყო ძირითადი სესია, ხოლო 13 დამატებითი სესია ინფიცირებული აბიტურიენტებისათვის.

რაც შეეხება გამოცხადებას, აბიტურიენტების საშუალოდ 94% სხვადასხვა გამოცდაზე გამოცხადდა. გარდა ამისა, გვქონდა დაგვიანების 70- მდე ფაქტი და გამოცდიდან მოხსნის ერთეული შემთხვევები დამხმარე მასალის გამოყენების გამო.

რაც შეეხება ინფიცირებულთა სტატისტიკას, 201- მა აბიტურიენტმა ჩააბარა დამატებითი გამოცდა, ანუ საბოლოო ჯამში 201 ინფიცირებული გვყავდა. ეს გახლავთ უნიკალური აბიტურიენტი, რომელთაც შემდეგ სხვადასხვა გამოცდები ჩააბარეს",- განაცხადა გორგოძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის