თეა ახვლედიანი - გამოვთქვამ რწმენას, რომ ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხიც უახლოეს მომავალში გადაწყდება

რწმენას გამოვთქვამ, რომ ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უწყების 10-წლიანი ხედვის და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

როგორც თეა ახვლედიანი აღნიშნავს, პანდემიის პირობებშიც გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებების ჩათვლით.

„რამდენიმე დღეში 13 წელი გახდება რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომლის მძიმე შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა დღემდე უმკლავდება.

სწორედ ამ დღეებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს!

როგორც მოგეხსენებათ, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენი მტკიცედ არჩეული სამშვიდობო პოლიტიკა, ერთი მხრივ, მიმართულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, მეორე მხრივ, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის, მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

დღეს, ჩემთვის სიმბოლურია იმის აღნიშვნაც, რომ ზუსტად ერთი წელია, რაც ვიკავებ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას - ეს იყო, როგორც ქვეყნის შიდა, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელოვანი განვითარებების ფონზე, გლობალური პანდემიის თვალსაზრისით უპრეცედენტოდ რთული წელი, რამაც ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა შეიქმნა ახალგორის რაიონში, სადაც შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა. პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებების ჩათვლით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება ჩვენი ორი მოქალაქე - ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი. რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობის როლს, საქართველოს პრეზიდენტის, ჩვენი პატრიარქის და საერთაშორისო პარტნიორების ერთიან ძალისხმევას”,- აღნიშნავს თეა ახვლედიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს