თეა ახვლედიანი - აფხაზურ საზოგადოებასთან არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად,  წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები დაგროვდა

აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით, დაგროვდა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები“,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უწყების 10-წლიანი ხედვის და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, პანდემიის პერიოდშიც არ შეწყვეტილა უფასო ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა, რომლითაც ოკუპირებული რეგიონების 1400-მდე მცხოვრებმა ისარგებლა.

„გამოწვევებთან ერთად, ეს იყო მნიშვნელოვანი შედეგების წელიც, როგორც შერიგების, ასევე სამოქალაქო თანასწორობის პოლიტიკის ფარგლებში, რასაც მივაღწიეთ დიალოგით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით და საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობითა და მხარდაჭერით. მაგალითისთვის: აფხაზეთის მიმართულებით, მოხერხდა ე.წ. გადასასვლელის ეტაპობრივი გახსნა და დღეს ენგურის ხიდზე აღდგენილია მიმოსვლა, რომლითაც ყოველდღიურად დაახლოებით 1000-მდე ადამიანი სარგებლობს; აფხაზურ საზოგადოებასთან მიმდინარე არაფორმალური კომუნიკაციის შედეგად, დაგროვდა წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები; ვაჭრობისა და ეკონომიკური კავშირების განვითარების მიზნით - ამოქმედდა „მშვიდობის ფონდი“, დაიწყო ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნეს-პროექტების დაფინანსება და უკვე მიმდინარეობს 11 პროექტი.

აფხაზეთის რეგიონში დაიწყო ნდობის აღდგენისკენ მიმართული 100-მდე ახალი პროექტი. გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა.

პანდემიის პერიოდშიც არ შეწყვეტილა უფასო ჯანდაცვის მომსახურების პროგრამა, რომლითაც ოკუპირებული რეგიონების 1400-მდე მცხოვრებმა ისარგებლა.

უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის ფარგლებში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით და მხარდაჭერით, იდენტიფიცირებული და ოჯახებისთვის გადაცემული იქნა 27 პირის ნეშტი.

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებელთათვის გაწეულ იქნა, საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო პარტნიორების დახმარება 4 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის პანდემიით გამოწვევების დასაძლევად. სამწუხაროდ, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მსგავსი დახმარების გაწევა დღემდე შეუძლებელია ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო რეჟიმის მიდგომის გამო.

გამყოფი ხაზის უკლებლივ ყველა სოფელში 3 400-მდე ოჯახს, მათ შორის ობოლ ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში 1300-ზე მეტ ოჯახს გაეწია სოციალური დახმარება.

გამყოფი ხაზის სოფლებზე საუბრისას, განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციტივით ახლახან მიღებული გადაწყვეტილება - დაიწყოს სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღდგენა“,- აღნიშნა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს