ბელგია მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს „ასტრაზენეკას“ გადასცემს

ბელგია ე.წ. მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს გადასცემს, - ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ განაცხადა, რომ ბელგიის მიზანია 2021 წლის ბოლომდე ვაქცინების 4 მილიონი დოზა გააჩუქოს.

პირველ ეტაპზე, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 168 ათას დოზას მიიღებს უკრაინა, შემდეგ 225 ათასზე მეტ დოზას მიიღებენ საქართველო, სომხეთი და კოსოვო.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა