ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება

საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ე.წ. „უწყება“ ეხმიანება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

„საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა ნასამართლევია აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება”, - ნათქვამია ე.წ. „უწყების“ განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ თეა ახვლედიანს მოუწოდებს, ნუ „ამახინჯებს ფაქტებს და ავრცელებს ვარაუდებს.“

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო