პაატა იმნაძე - ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის - იყოს

ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს - როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იმნაძის განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს.

„აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ. ვის რა არ უნდა, ჩანს IRI-ს გამოკითხვაში. გამოკითხვაში ნათქვამია, ვის რა მოთხოვნა აქვს იგივე აცრებზე. ჩვენ დრო არ გვაქვს მოყოლებული ძალიან დიდი ხანია. ჩემი კოლეგები ახლა მუშაობენ ზღვრის ზღვარზე ყველგან და ადამიანებს, რომლებიც აი, ასე მუშაობენ - დავუფასოთ, გავიკეთოთ პირბადე და ავიცრათ, რომ ჩემი კოლეგები ნაკლებად იყვნენ სტრესის ქვეშ“, - განაცხადა იმნაძემ.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს