ირაკლი ხმალაძე - "თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების გაფიცვა უკანონოა - თანამშრომლების გარკვეულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში დაბრუნება უნდოდათ, რასაც შესაბამისი ზომები მოჰყვება

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლების გაფიცვა უკანონოა და ამ ყველაფრის უკან ცალკეული ადამიანები დგანან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლებს ანაზღაურება 20%-ით გასული წლის დეკემბერში გაეზარდათ და თუ იქნება საშუალება, მათი ხელფასი მომავალშიც გაიზრდება.

„ხელფასებთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერშივე მივიღეთ 20%-იანი მატების გადაწყვეტილება. ეს იყო იმ შესაძლებლობების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მუნიციპალიტეტს კონკრეტულ მომენტში გააჩნდა. ჩვენ ამ საკითხზე მუდმივად ვმუშაობთ არა მხოლოდ „თბილსერვისის“, არამედ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურების მიმართულებით. კარგად გვესმის, როგორია დღეს ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი თანამშრომლების და იმ ადამიანების სასარგებლოდ, რომლებიც ქალაქს ემსახურებიან. იმის მიუხედავად, რომ „თბილსერვისის“ ადმინისტრაცია ამ საკითხებზე მუდმივად მუშაობს და კონრეტული შედეგები უკვე არის, მაინც მოხდა გაფიცვის პროვოცირება. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ეს არის უკანონო გაფიცვა და არანაირი პროცედურა, წინასწარი გაფრთხილება ამ შემთხვევაში არ მომხდარა, რაც ძალიან ცუდი ფაქტია, უფრო მეტიც, გაფიცვის ფარგლებსაც გასცდა მათი აქტი. ის თანამშრომლები, ვინც სამუშაოზე დაბრუნებას აპირებდნენ, გარკვეული ჯგუფების მხრიდან „ბულინგის“ მსხვერპლი გახდნენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. თანამშრომლების გარკვეულმა ჯგუფმა ხელი შეუშალა ადამიანებს, რომლებსაც სამსახურში დაბრუნება უნდოდათ და სამუშაო რეჟიმის განახლება. ამას ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისი ზომები მოყვება. შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტი აქამდეც და ამის შემდეგაც ყოველთვის იმუშავებს იმისთვის, რომ სათანადო პირობები შეიქმნას, როგორც ანაზღაურების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მხრივ“,- განაცხადა ხმალაძემ.

მისი განმარტებით, თბილისის მერია ყოველთვის მზად იყო და ახლაც მზად არის თანამშრომლებთან შესახვედრად.

რაც შეეხება სამსახურის თანამშრომლების მოთხოვნას, რომ ისინი პროტესტის გამოხატვის გამო სამსახურიდან არ გაათავისუფლონ, ხმალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში მოხდება.

„ნემისმიერი გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად იქნება. თუ იქნება თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული მათი სამსახურეობრივი მოვალეობა, რომელიც შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს, ამაზე გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მიღებული, თუმცა, დღევანდელი ფაქტი ძალიან უსიამოვნოა. მე არ შემიძლია ამაზე წინასწარ რაიმე დასკვნები გავაკეთო, ამას მოკვლევა სჭირდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის