ოკუპირებულ ცხინვალში ანატოლი ბიბილოვისა და ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებულ ცხინვალში ანატოლი ბიბილოვისა და ასლან ბჟანიას შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებულ ცხინვალში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების, ასლან ბჟანიასა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიბილოვმა ბჟანიას "ვიზიტისთვის" მადლობა გადაუხადა.

„მსურს, გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რომ ჩამოხვედით რესპუბლიკაში საქართველოს აგრესიის წლისთავთან დაკავშირებით, ეს არის ტრაგიკული თარიღი და ის ფაქტი, რომ ამ დღეს მეგობრები მოდიან ჩვენს მხარდასაჭერად, ძალიან ძვირფასია ჩვენთვის,“ -აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბჟანიამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ მას არ შეეძლო რესპუბლიკაში არ ჩამოსულიყო ამ დღეს და ხაზი გაუსვა, რომ აფხაზმა და ოსმა ხალხმა მსგავსი გზა განვლეს და დღესაც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგანან.

შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „დელეგაცია“ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით ოკუპირებულ ცხინვალში გუშინ ჩავიდა და 9 აგვისტომდე დარჩება.