ალეკო ელისაშვილი - ჩემი და ყველა ქართველის ოცნებაა, ეს საძაგელი ღობეები აღარ იყოს და ცხინვალიც დაუბრუნდეს საქართველოს

ალეკო ელისაშვილი - ჩემი და ყველა ქართველის ოცნებაა, ეს საძაგელი ღობეები აღარ იყოს და ცხინვალიც დაუბრუნდეს საქართველოს

„როცა დგახარ შუაგულ ქართლში ამ უღმერთოდ გავლებულ ღობესთან მუქარის შემზარავი ბანერის წინ, რა თქმა უნდა, საშინელ ხასიათზე ხარ", - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სოფელ გუგუტიანთკარში განაცხადა.

მისი თქმით, შეუძლებელია, აქ დადგეს ქართველი მოქალაქე და არ იყოს გაოგნებული იმით, რომ ქართული სახელწიფოებრიობა უკანონოდ გავლებულ საოკუპაციო ხაზს იქით ჯერჯერობით არ ვრცელდება.

„ჩემი და ყველა ქართველის ოცნებაა, ეს საძაგელი ღობეები აღარ იყოს და ცხინვალიც დაუბრუნდეს საქართველოს, მაგრამ ამ ოცნების ასრულებამდე და მიზნის მიღწევამდე საჭიროა, რა სოფლებიც არის ღობის აქეთ, მათ მივხედოთ და ამ სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები გრძნობდნენ სახელმწიფოს გვერდით დგომას და მხარდაჭერას. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს. შემდეგ კი ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დღევანდელი მდგომარეობა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მწარე მოგონება", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი საოკუპაციო ხაზზე პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად იმყოფებოდა.