ბადრი ჯაფარიძე - აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი, ეს გარდაუვალია

ბადრი ჯაფარიძე - აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი, ეს გარდაუვალია

აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი, ეს გარდაუვალია, მიუხედავად რუსეთის ყველა ძალისხმევისა“,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ოკუპაციას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, უსამართლობისადმი შეურიგებლობა.

„13 წელი სრულდება რუსეთის სამხედრო ძალების აქტიური ინტერვენციის დაწყებიდან, რომელსაც შეეწირნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ქართველი სამხედროები, რომელსაც მოჰყვა ეთნიკური წმენდა, ოკუპაცია, რაც ყოველდღიურად იწვევს ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების ფეხვეშ გათელვას საოკუპაციო ზოლს მიღმა, რომელიც რჩება უდიდეს გამოწვევად ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის.

ოკუპაციას უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა, შეურიგებლობა იმ უსამართლობისადმი, რომელიც ახლა ოკუპირებულ რეგიონებში ხორციელდება, აუცილებლად დაიწყება დეოკუპაციის პროცესი, ეს გარდაუვალია, მიუხედავად რუსეთის ყველა ძალისხმევისა. ჩვენ ეს უნდა მივაღწიოთ სწორედ იმ ადამიანების თავდადების პატივსაცემად, რომლებმაც არ დაიშურეს თავისი სიცოცხლე იმისთვის, რომ წინ აღდგომოდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.