ირაკლი ღარიბაშვილი - 5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერად, ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი 3,5-ზე იყო, სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი იყო

მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასულ წელს ქვეყანა ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა, თუმცა ახლა უკვე უკეთესად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა გვაქვს.

„ახლა რაც შეეხება პანდემიას, მე მინდა რამდენიმე სიტყვით ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა თუ სად ვიყავით, სად ვართ და ჩვენი პროგნოზით სად ვიქნებით მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ პანდემია არის მსოფლიო მოვლენა, ეს ხდება ყველგან, მთელ მსოფლიოში, ეს იყო მოულოდნელი ჭირი, რომ იტყვიან, გამოწვევა მთელი მსოფლიოსი, რამაც დაანგრია, შეაჩერა, გააჩერა მთელი მსოფლიო. ჩვენ, რა თქმა უნდა როგორც მთელი მსოფლიო, გასულ წელს შევხვდით მოუმზადებლები, არ ვიცოდით, თუ რასთან გვქონდა საქმე. ახლა უკვე უკეთესად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა გვაქვს და მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ. 5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3,5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული, ყველაფერი, გვქონდა „კომენდანტის საათი“, შეზღუდვები და ა.შ. იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი. ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. დღეს რა ვითარება გვაქვს, ლარი არის სტაბილური, მაქსიმალურად ამ მოკლე დროში, 5 თვეში, შევძელით დასტაბილურება და ჩამოვიდა, 40 პუნქტით გამყარდა. ამას გარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში. 45%- იანი ზრდა გვქონდა აპრილის თვეში, მაისის თვეში 25%-იანი, ივნისში 18%-იანი. 12,7% გვაქვს 6 თვის ზრდის მაჩვენებელი, რაც არის უპრეცედენტო ბოლო წლების განმავლობაში, ორნიშნა ზრდა ჩვენ არ გვქონია 2006 წლის შემდეგ. მეგობრებო, ამას სჭირდება შენარჩუნება. ამის შედეგი რა არის- ამის შედეგი არის ის, რომ მაგალითად ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონით გავზარდეთ და შევიტანეთ პარლამენტში, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ ბიუჯეტს. 600 მილიონი მივეცით ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული და რომელიც საჭიროებდა ამ თანხას. სხვა თანხები გავუშვით ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკაში, წარმოებაში და მოქალაქეების, მაგალითად ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებაში. დღეს გადავხედოთ ტურისტულ ადგილებს. ყველა ტურისტული ადგილი აბსოლუტურად გადაჭედილია. ტურისტებით სავსე, იგივე ჩვენი შიდა ტურიზმი ძალიან მაგრად მუშაობს, ხალხი ქმნის დოვლათს და შემოსავალი შესდის ყველა მოქალაქეს, ყველა ოჯახს მეტ-ნაკლებად. ამ ყველაფერს სჭირდება მეგობრებო, შენარჩუნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს