აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი გადმოასვენეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 5 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 2 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში, 13 აგვისტოს, 17:00 საათიდან და 14 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 1 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 14 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე მოხდება.