კახა კალაძე ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებს - მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით, ყოველდღიური ქმედებით სამშობლოს ასახელებ

ძალიან კარგად ვიცი, რამხელა შრომა, რამხელა სირთულეები გამოიარეთ, რა დგას ამ ყველაფრის, ამ წარმატებების უკან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ყველაზე დიდ გულშემატკივრებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თქვენამdე მოეწვდინათ ხმა, იქნებოდა ეს სოციალური ქსელი, თუ სხვა საშუალება“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე სპორტსმენებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით სამშობლოს ასახელებ.

„მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ. მართლაც არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით, შენი ყოველდღიური ქმედებით სამშობლოს ასახელებ და ახარებ უამრავ ადამიანს. მინდა ამ წარმატებისთვის მადლობა გადაგიხადოთ.

ძალიან კარგად ვიცი, რამხელა შრომა, რამხელა სირთულეები გამოიარეთ, რა დგას ამ ყველაფრის, ამ წარმატებების უკან. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც თქვენს წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანა. ესენი არიან მწვრთნელები, ყველა ის ადამიანი, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. მგონი, ყველას კარგად გვახსოვს ზურაბ კახაბრიშვილის ცრემლიანი სახე. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო შემოიარა. ის იყო თქვენი პირველი გულშემატკივარი იქ, სადაც გულშემატკივარის გარეშე გიწევდათ ასპარეზობა. მინდა მას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან გუნდთან ერთად თქვენთვის გააკეთა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ყველაზე დიდ გულშემატკივრებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თქვენამდე მოეწვდინათ ხმა, იქნებოდა ეს სოციალური ქსელი, თუ სხვა საშუალება “, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში