ირაკლი ქარსელაძე ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების დროებით სხვა სივრცეში გადატანაზე - როდესაც მუზეუმებზეა საუბარი, სიფრთხილე აუცილებელია, ეს სიფრთხილე დაცულია

როდესაც მუზეუმებზეა საუბარი, სიფრთხილე აუცილებელია. მრავალი აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელიც გავლილი უნდა იყოს, - ასე აფასებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ჟურნალისტებთან შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან ექსპონატების, მათ შორის, ოქროს ფონდის დროებით სხვა სივრცეში გადატანას.

მისივე თქმით, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით სიფრთხილე დაცულია.

„როდესაც მუზეუმებზეა საუბარი, სიფრთხილე აუცილებელია, ეს სიფრთხილე დაცულია, ვინაიდან ჩემი ინფორმაციით, ყველა შესაბამისი ეტაპია გავლილი. აქედან გამომდინარე, ზედმიწევნით არის განხორციელებული ყველა ის ასპექტი, რაც დაკავშირებულია მსგავსი ტიპის დაგეგმილ რეაბილიტაციასთან ან სხვა სამუშაოებთან. ერთია, რომ ყველა შესაბამისი მოთხოვნაა დაცული, როგორც ხდება, ასეთი ტიპის შემთხვევაში, მრავალი აუცილებელი ინსტრუმენტია, რომელიც გავლილი უნდა იყოს",- აღნიშნავს ქარსელაძე.

კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა აღნიშნულ საქმეში პარლამენტი ჩართული და აწარმოოს საზედამხედველო პროცესი, ქარსელაძე ასე პასუხობს: "პარლამენტს თავისი უფლებამოსილება გააჩნია, სამინისტროს - თავისი. არის საპარლამენტო ზედამხედველობა, ეს ყველაფერი კანონშია გაწერილია. კანონის აღსრულება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სახეზეა".

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ავარიული შენობა (ე.წ. სემინარიის შენობა) უნდა დაექვემდებაროს აღდგენას, რისთვისაც დაწყებულია პირველადი სამუშაოები, აუცილებელი ხდება, რომ მუზეუმის ექსპონატები, მათ შორის, ოქროს ფონდი დროებით სხვა სივრცეში გადაიტანონ, ხოლო მუზეუმის შენობის აღდგენისა და განახლების შემდეგ, კვლავ იმავე შენობას დაუბრუნდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა