საგარეო უწყების ინფორმაციით, ავღანეთიდან საქართველოს 6 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა და გრძელდება მუშაობა დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე

ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად უნგრულ მხარესთან, საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ კერძო კონტრაქტით და დასაქმებული იყვნენ ამერიკულ კომპანიაში, ცოტა ხნის წინ უნგრული ბორტით საქართველოში გამოემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე.

"ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემოს და ვითარების ხშირი და არაპროგნოზირებადი ცვლილების გათვალისწინებით, უწყება მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა მათი ევაკუაციის პირველივე შესაძლებლობა იქნას გამოიყენებული.

მათ შორის გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით საქართველოდან თვითმფრინავის გაგზავნაზე, თუმცა როგორც ცნობილია, კოალიციის გადაწყვეტილებით ქაბულის აეროპორტში სამხედრო ხომალდების გარდა სხვა ტიპის საჰაერო ტრასნპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა და მას შემდეგ რაც დაშვებული იქნება შესაბამისი ნებართვა, მოხდება ბორტის გამგზავრება.

საგარეო უწყება რჩება მუდმივ კავშირზე როგორც ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის მუდმივი კავშირი გვაქვს ავღანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც არიან უსაფრთხო ადგილას და თავს გრძნობენ დაცულად.

ქართული მხარე მადლობას უხდის უნგრეთს საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უნგრელ კოლეგასთან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს