ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 135 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 23 948-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე პერიოდის განმავლობაში გარდაიცვალა 4 ადამიანი და ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 354-მდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გამოსავლენად ტესტი 481 ადამიანს ჩაუტარდა.