ანონსი 20 აგვისტო

ანონსი 20 აგვისტო

20 აგვისტოს, 11:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პილიტპატიმრები ადამიანების უფლებებისთვის“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: რუსთაველის #1

საკონტაქტო: ნანა კაკაბაძე - 599394020

20 აგვისტოს, 11:30 საათზე, ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, სპორტული საზოგადოების სახელით ზურაბ ზვიადაურთან დაკავშირებით „მედიაცნტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

მის: ერწოს ქ.11 (მეტრო „ღრმაღელესთან“)

საკონტაქტო: 599726565

20 აგვისტოს, 12:00 საათზე, წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, წყალტუბოს მერი, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროს, შპს „ბაუ დიზაინის“ და მისი კონტრაქტორების წარმომადგენლები და ქალაქის გენგეგმის განხილვაში მონაწილეობით დაინტერესებული პირები.

მის: წყალტუბო, ყოფილ სანატორიუმ „მედეას“ მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო: ქეთი დოლიძე 577 467117

20 აგვისტოს, 13:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ეპიდვითარებაზე კომენტარს გააკეთებს.

მის: ჯანდაცვის სამინისტრო, წერეთლის ქ. N144

20 აგვისტოს, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ვებინარს გამართავს.

ბმული: https://zoom.us/j/96136650812?pwd=MTlqeDNZb2pCMXh6LzUzbjlqeG4wUT09

Passcode: 96244

20 აგვისტოს, 15:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი ლანჩხუთში, პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ წევრი, უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პარტიის სიას წარადგენს, რომელსაც პარტიის ლიდერი დავით ჭიჭინაძე დაესწრება.

მის: ლანჩხუთის ცენტრი, ცენტრალურ პარკი.

20 აგვისტოს, 18:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სოფო ჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის: ჭავჭავაძის 47