"კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში დღეიდან იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405.

„ახალი სერვისის დანერგვის პროცესს თბილისის იუსტიციის სახლში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დილიდან აკვირდებიან სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ.

სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას კი, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს 10:00-დან 17:00-საათამდე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოემსახურებათ“,-აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს