ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი - მთლიანად სპორტული სამყარო ზურაბ ზვიადაურის გვერდით დგას - მომხდარს ძალიან განიცდის, ისეთ დღეშია, ფაქტობრივად ძლივს დადის

მსოფლიო ჩემპიონის, ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილის განცხადებით, „მთლიანად სპორტული სამყარო ოლიმპიურ ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის გვერდით დგას“. როგორც ძიუდოისტმა „მედიაცენტრ მთავარში" განაცხადა, ზურაბ ზვიადაური წინანდალში მომხდარ შემთხვევას ძალიან განციდის, რის გამოც, ფაქტობრივად, გადაადგილებაც უჭირს.

სპორტსმენის განმარტებით, ზვიადაურს ვერ გაამტყუნებს, რადგან შექმნილ ვითარებაში მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„ზურა ისეთი ადამიანია, რომ ვერც წარმომედგინა, ვინმეს რამეს ავნებდა. 41 წლის არის და აქამდე ასეთი რამ არასდროს შემთხვევია. ან ქუჩაში იდგეს, ან რაღაცაზე პრეტენზია ჰქონდეს, ან რამეში დანაშაული მიუძღოდეს, ასეთი რამ არც მსმენია და მინახავს. 20 წელია ძალიან ახლოს ვიცნობ. ვიცი, რომ იქით მხრიდანაც დაღუპულია და მინდა მივუსამძიმრო (გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის ოჯახს).

ამ ფაქტს თვითონაც ძალიან განიცდის. ისეთ დღეშია, რომ ფაქტობრივად, ძლივს დადის. მინდა, ადამიანურად მივუდგეთ, რომ ასეთი რაღაცები ხდება და რომ ყველა კაცს შეიძლება შეემთხვას. შენს საყვარელ ადამიანს, ყველაზე ძალიან ვინც გიყვარს, შენს სისხლს და ხორცს ასე რომ ნახავ... იმის თქმა მინდა, რომ ვერ გაიქცეოდა და ვერ დაიმალებოდა. პირადად მე ვაცხადებ, რომ ვეღარ ვიმეგობრებდი გაქცეულიყო და ბუჩქებში დამალულიყო, ძმას ასეთი რაღაც შეემთხვა და პოლიციაში დაერეკა ან რაღაც. არ ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია. სოციალურ ქსელში ვადევნებ ხოლმე თვალს და ძალიან ბევრი ადამიანი, ალბათ 90% ეთანხმება იმას, რომ ასე მოიქცეოდა. მე გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ მაშინ, მე კი არა ის 90%-იც დასაჭერია“, - აცხადებს ავთანდილ ჭრიკიშვილი და აღნიშნავს, რომ მაშინ ზურაბ ზვიადაური აფექტის მდგომარეობაში იყო.

შეგახსენებთ, წინანდალში 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური.

შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა.

ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა