ოკუპირებულ აფხაზეთში დაინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 190-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. ამასთან, ვირუსს კიდევ 3 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 360-ს მიაღწია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ტესტი 400 ადამიანს ჩაუტარდა. გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 117 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 27 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 31-ის - საშუალო სიმძიმის.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 36 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 17, გაგრაში - 42, ტყვარჩელში - 15.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო