ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში, ჩატარებული 426 ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 120 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ადგილობრივ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება. შესაბამისად, მთლიანად დაინფიცირებულთა რაოდენობა 24 310-მდე გაიზარდა.

ამავე პერიოდში გამოჯანრთელდა 130 ადამიანი, რის შედეგადაც, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 19 608.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. საერთო ჯამში ვირუსს 360 ადამიანი ემსხვერპლა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა