თავდაცვის სამინისტრო - ბრალდებები, თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის სათანადოდ  აღჭურვილი და ჟანგბადის ბალონების პრობლემა აქვს, წარმოადგენს მიზანმიმართულ დეზინფორმაციას

სამწუხაროდ, ცალკეული მედია საშუალებების მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე, ცილისმწამებლური კამპანიის ობიექტს წარმოადგენს გორის სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც ერთ-ერთი მძლავრი სამედიცინო დაწესებულებაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და რომელსაც, ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მინიჭებული აქვს მაღალი შეფასება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბრალდებები, თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის სათანადო დონეზე აღჭურვილი და აქვს ჟანგბადის ბალონების პრობლემა, წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რათა მოხდეს ამ წარმატებული დაწესებულებისა და მთლიანად თავდაცვის ძალების დისკრედიტაცია.

„საზოგადოებისათვის გვსურს განმარტოთ, რომ დაწესებულება სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის ჟანგბადის ბალონებით, რაც აუცილებელია პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გასაწევად. ამასთან, ჰოსპიტალს გააჩნია საკუთარი 72მ3 სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა. ამ ეტაპზე, ჰოსპიტალი მომსახურებას უწევს 165 პაციენტს. ჟანგბადი მუდმივად ან ნაწილობრივ ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ ნახევარს, არსებული რესურსით კი, ჰოსპიტალს გააჩნია 120 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტის მომსახურების რესურსი.

ამასთან ერთად, თავდაცვის ძალები და მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, მუდმივად ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე და წინასწარ ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რათა ნებისმიერი სცენარის დროს იყოს სათანადო მარაგები და გაიზარდოს დაწესებულების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ჰოსპიტალმა ითხოვა ნებართვა საკუთარი ხარჯებით შეესყიდა დამატებითი 120მ3 სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა მის მზადყოფნას.

სამწუხაროა, რომ მსგავსი პრევენციული მოქმედებები, რომელიც მოწონებას უნდა იმსახურებდეს ცალკეული მედიასაშუალებების მიერ, გამოყენებულია სამინისტროს წანააღმდეგ დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

მსგავსი დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ, პანდემიის მართვისა და პრევენციის კუთხით სამინისტრო გააგრძელებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რაც გულისხმობს მათ შორის ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ გაუმჯობესებას”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ