ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 570-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. ამასთან, კოვიდ 19-ს კიდევ 1 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოკუპირებულ რეგიონში, დღემდე კორონავირუსის 366 ფატალური შემთხვევაა დადასტურებული.

გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 103 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. 20 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 21-ის - საშუალო სიმძიმის.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 18, გაგრაში - 34, ტყვარჩელში - 10, სოხუმში გახსნილ რუსეთის საველე სამხედრო ჰოსპიტალში კი - 51.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს