ირაკლი ღარიბაშვილი სვანებს - კოდორის ხეობა სააკაშვილმა მოღალატეობრივად გადასცა მტერს - „ქართული ოცნების“ 8-წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას ომი არ ჰქონია

მინდა გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მოღალატეობრივად გადასცა მტერსა და ოკუპანტს. ვერ აარიდეს მათ ქვეყანას ეს უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვანეთში სტუმრობისას განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მესტიის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი წარადგინა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ 8- წლიანი საქმიანობის პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი.

„მადლობას გიხდით ჩვენი გუნდის, პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერის შედეგად ჩვენ ბოლო 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ დამაჯერებლად. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ისტორიული გამარჯვება და მოვდიოდი რა აქეთ, ამ კუთხეში, მე გამახსენდა მაშინ, ერთ-ერთი ცნობილი ვიზიტი ბიძინა ივანიშვილის, როცა სვანეთს სტუმრობდა. გახსოვთ მაშინ, როგორი სპექტაკლის დადგმა მოინდომეს ყოფილი ხელისუფლების მავნებელმა პოლიტიკოსებმა, მაშინ თქვენ ღირსეული პასუხი გაეცით იმ პროვოკაციებს. ამ ღირსებისთვის და ამ ვაჟკაცობისთვის მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით. ჩვენ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, რომ ვართ ხალხსა და ქვეყანაზე ორიენტირებული ხელისუფლება. ჩვენ გვაინტერესებს ერთი მხრივ, მშვიდობა და სტაბილურობა და მეორე მხრივ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის განვითარება და კეთილდღეობა.

„ქართული ოცნების“ 8- წლიანი პერიოდი არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი. ვიმყოფებით რა ამ გამორჩეულ კუთხეში, მინდა გავიხსენო კოდორის ხეობა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ მოღალატეობრივად გადასცა მტერსა და ოკუპანტს. ვერ აარიდეს მათ ქვეყანას ეს უმძიმესი პროვოკაცია, რომელიც მომზადებული იყო რუსეთის მხრიდან. ეს ყველამ იცოდა. იცოდა თითოეულმა ქართველმა, ამ კუთხეში, ცხინვალისა და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, რომ მზადდებოდა უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია. მაგრამ მაშინ იმის მაგივრად, რომ საყოველთაო განგაში აეტეხათ, მოეწვიათ ევროპელი ლიდერები, მსოფლიო, გაერო და ჩაერთოთ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, ასეთი პროვოკაციის თავის არიდების ნაცვლად, კიდევ უფრო მოღალატეობრივი სახე აჩვენეს მათ, როცა ომში მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები და მიწაზე გართხმული სახე აჩვენეს მთელს მსოფლიოს. ეს ჩვენი მძიმე წარსულია, ამ გამოსვლით მათ უნდა შევახსენოთ და ყოველთვის შევახსენოთ ვინ არიან,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა