მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის განცხადება სრულად ემთხვევა ოპოზიციური პარტიების ინტერესს, რომლებიც არჩევნებში განწირული არიან მარცხისთვის - ეს არის მათთვის გადაგდებული ერთგვარი სამაშველო რგოლი

სახალხო დამცველის განცხადება სრულად ემთხვევა ოპოზიციური პარტიების ინტერესს, რომლებიც თავის მხრივ, განწირულნი არიან მარცხისთვის ამ არჩევნებზე - ეს არის მათთვის ნებსით თუ უნებლიედ, გადაგდებული ერთგვარი სამაშველო რგოლი,- ასე აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავს ეპიდემიურ სიტუაციაში არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობის თაობაზე დისკუსია უნდა დაიწყოს.

სარჯველაძის განცხადებით, სწორედ ამიტომ აჰყვა მის განცხადებას ოპოზიცია ორკესტრირებულად.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ამ განცხადების უკან დგას პრაქტიკულად მოთხოვნა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, სხვაგვარად არჩევნების გადადება კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია, ეს არის მოცემულობა. გამოდის, სახალხო დამცველი ითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას იმ ფონზე, როცა პრაქტიკულად, წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების, უშუალოდ არჩევნების დღის პროცედურების და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული რისკების ერთმანეთთან დაკავშირება რეალურად შეუძლებელია. რეალურად შესაძლებელია, რომ არჩევნების კენჭისყრის დღეც, წინასაარჩევნო კამპანიაც, სრულფასოვნად ჩატარდეს ისე, რომ ეს ყველაფერი თავსებადი იყოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არსებულ რეგულაციებთან. თუ ეს შესაძლებელია, არგუმენტირებული აღარ გამოდის ის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება არჩევნების სხვა დროს ჩატარებას. ვერ გეტყვით, რით არის მოტივირებული ეს განცხადება, მაგრამ ეს სრულად ემთხვევა იმ ინტერესს, რომელიც აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც თავის მხრივ, განწირულნი არიან მარცხისთვის ამ არჩევნებზე, ამიტომ ეს არის მათთვის ნებსით თუ უნებლიედ, გადაგდებული ერთგვარი სამაშველო რგოლი, ეს არის ფაქტი, რომ ასე გამოვიდა, ამიტომაც ამას ორკესტირებულად აჰყვა ოპოზიციის დიდი ნაწილი,“- განაცხადა სარჯველაძემ.

ისრაელის ელჩი - ჩვენი სტრატეგიაა, რომ „ჰამასმა“ ვეღარ გააკონტროლოს ღაზას სექტორი, რადგან ეს იმის გამეორებას გამოიწვევს, რაც უკვე გვინახავს - სამწუხაროდ, გაერო თანამშრომლობს „ჰამასთან“, Amnesty International-ი, Human Rights Watch-ი მუშაობს „ჰამასის“ სასარგებლოდ
ემილ ავდალიანი - რეალური შანსი არსებობს, ირანმა და აშშ-მ ე.წ. „შუალედურ ბირთვულ შეთანხმებას“ მიაღწიონ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2025
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს